ლეგენდების სერიის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები „ინტერთან“ დამარცხდა

ლეგენდების სერიის პირველ მატჩში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები მილანის „ინტერთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

„ინტერის“ შემადგენლობაში ორივე გოლი პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ გაიტანა.

გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ, საყვარელი ქართველი მოთამაშეები „ბათუმი არენაზე“ ეხილათ.

Geo11-სა და ინტერის ვარსკვლავებს შორის შეხვედრა „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით და „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები