შალვა პაპუაშვილი: ვეტინგის სრული მნიშვნელობაც არ იციან, მგონი, ბოლომდე

“ვეტინგი და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობაც არ იციან, მგონი, ბოლომდე და ისე გაიძახიან. რეალური ინტერესი მათ არ აქვთ და რეალური წინადადებებიც არ არსებობს და, რაც მთავარია, რეალური პრეტენზიებიც კი არ აქვთ სასამართლოს მიმართ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს.

“ჩვენ გუშინ პირველად მივიღეთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, სასამართლოსთან და ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები. დარბაზში 4 წარმომადგენელი იყო ოპოზიციიდან.

ეს არის სინამდვილეში მათი მონაწილეობა 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში. სათქმელი არც არაფერი აქვთ. ამ 9 პუნქტზე ხომ სამუშაო შეხვედრებიც გვქონდა და იქაც ხომ ვნახეთ სამსჯელო რა იყო. სინამდვილეში არაფერი არ აქვს, არც ინიციატივა და არც იდეა. მთლიანად იმაზე არიან აწყობილი, რომ გარედან როგორ ეტყვიან, რა მიმართულებას მისცემენ, რა უნდა თქვან. ეს ვეტინგი და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობაც არ იციან მგონი ბოლომდე და ისე გაიძახიან. რეალური ინტერესი მათ არ აქვთ და რეალური წინადადებებიც არ არსებობს და რაც მთავარია, რეალური პრეტენზიებიც კი არ აქვთ სასამართლოს მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები