Bloomberg: თეთრმა სახლმა უკრაინას 200 მილიონ დოლარამდე შესაძლოა, პენტაგონის რეზერვიდან გამოუყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს შესაძლებლობას, რომ უკრაინისთვის პენტაგონის რეზერვიდან, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი გამოჰყოს.

ამის შესახებ Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მათი თქმით, თეთრ სახლში მიმდინარეობს დისკუსიები, შეუძლია თუ არა ადმინისტრაციას რეზერვიდან ამ თანხის გამოყოფა.

ეს თანხები შესაძლოა, იყოს გამოყენებული კრიტიკული იარაღის, მარაგებისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად, რადგან უკრაინა უკვე აწყდება საარტილერიო საბრძოლო მასალების დეფიციტს.

ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა, თეთრი სახლი ორიენტირებულია იმაზე, რომ მოუწოდოს წარმომადგენელთა პალატას, დაამტკიცოს კიევისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფა.

მოსალოდნელია, რომ ბაიდენი, სავარაუდოდ დღეს, ამ მოწოდებით პალატას ისევ მიმართავს, როდესაც კონგრესში სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშით კონგრესში წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები