მომხმარებლებს კომპანია Meta-ს პლატფორმებზე წვდომა დაუბრუნდათ
Meta-ს სამივე პლატფორმა – Facebook, Instagram და Messenger აღდგენილია.
მომხმარებლებს აღნიშნული აპლიკაციების თავიანთ ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდათ.
მანამდე Facebook-ის, Instagram-ისა და Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა.
ათასობით მომხმარებელს ეცნობა, რომ მათ სოციალურ ქსელზე წვდომის ვადა ამოეწურათ.
მასშტაბური ხარვეზის მიზეზების შესახებ კომპანია Meta-ს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.