კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი Facebook-ისა და Instagram-ის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ენდი სტოუნი Facebook-სა და Instagram-თან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვიცით, რომ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენს სერვისებზე წვდომა. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, – წერს სტოუნი X-ზე.
ცნობისთვის, Facebook და Instagram მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ასევე, შეფერხებაა Messenger-სა და Threads-ის აპლიკაციებზე.
We're aware people are having trouble accessing our services. We are working on this now.
— Andy Stone (@andymstone) March 5, 2024