რუსებმა ქალაქი კრასნოჰორივკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კრასნოჰორივკა დაბომბეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

„კრასნოჰორივკას დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დღეს დილით რუსებმა ქალაქი არტილერიით დაბომბეს – 72 წლის მამაკაცი სასიკვდილოდ დაიჭრა“, – წერს ფილაშკინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები