პოლონეთში დრონების ჯარებს შექმნიან

პოლონეთი დრონების ჯარებს შექმნის.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

“უკრაინის ომიდან დასკვნების გამოტანის შემდეგ, ჩვენ ვქმნით უპილოტო ძალების კომპონენტს. ჩვენ ვქმნით დრონების ჯარებს”, – თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ საუბარი მხოლოდ უპილოტო საფრენ აპარატებზე არ არის.

„მათი გამოყენება გამართლებულია არამხოლოდ ჰაერში. არის საზღვაო, არის სახმელეთო დრონები. გუშინ საზღვაო ძალების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ დრონების გამოყენების საკითხი, როგორ მოვახდინოთ ტექნოლოგიების ადაპტირება, რომ დროს არ ჩამოვრჩეთ”, – თქვა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები