უკრაინის მიერ ჩაძირულ “სერგეი კოტოვზე”, სულ მცირე, 7 დაღუპული და 6 დაშავებული რუსი სამხედროა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო უწყებაში განაცხადეს, რომ ფეოდოსიაში ჩაძირულ საპატრულო გემ “სერგეი კოტოვზე”, სულ მცირე, 7 რუსი სამხედრო მეზღვაური დაიღუპა და 6 დაშავდა.
უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის 52 წევრი, სავარაუდოდ, ევაკუირებულია.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საპატრულო გემის ჩაძირვა საზღვაო დრონების გამოყენებით მოხდა, თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.