მაკრონი განმარტავს, რომ გასულ კვირაში გაკეთებული მისი განცხადება უახლოეს მომავალში, უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნას არ გულისხმობს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გასულ კვირაში გაკეთებულ თავის ერთ-ერთ განცხადებას ეხმაურება.
„ერთი კითხვის პასუხად, რომელიც დამისვეს ჯარების გაგზავნის შესახებ, მე ვთქვი, რომ არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მანვე განმარტა, რომ ეს განცხადება უახლოეს მომავალში, უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნას არ გულისხმობს.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ განვიხილავთ ფრანგი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნას, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიებს და ვფიქრობთ ყველაფერზე, რისი გაკეთებაცაა შესაძლებელი უკრაინის მხარდასაჭერად“, – დასძინა მაკრონმა.