უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო მიიჩნევს, რომ აშშ-ში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი პატივს სცემს ამერიკელების ნებისმიერ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა:
„როდესაც დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტი იყო, უნგრეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკური კომპონენტი პიკზე იყო“.
მანვე დასძინა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ძლიერი ამერიკელი ლიდერის პიროვნებამ მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტების განვითარების პრევენცია შეძლო.