ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

„ჩვენ აღშფოთებულნი ვართ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილით. რუსეთმა უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ“, – განუცხადა ევროკავშირის ელჩმა, ლოტე კნუდსენმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს.

შეგახსენებთ, რომ ​ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები