აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპის მონაწილეობის აკრძალვის შესახებ კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე ყოფილი პრეზიდენტი კენჭისყრიდან გასული წლის დეკემბერში ამოიღო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აღნიშნულ ნაბიჯს 8 თებერვალს გამართულ მოსმენაზე სკეპტიკურად უყურებდნენ და სახელმწიფოს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობის მიღება შეეძლება.