ხვალ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვევა
ხვალ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 5 მარტს გაიმართება.
“ორბელიანების სასახლეში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს, ასევე, საქართველო-ისლანდიის ბიზნესმენთა შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით გაიმართება.
ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მისი ოფიციალური დელეგაციის წევრების შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: ისლანდიის რესპუბლიკის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გუდლაუგურ ფორ ფორდარსონი საქართველოს ვიცეპრემიერს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება.
თბილისში ვიზიტისას ისლანდიის პრეზიდენტის ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.