გურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: ამ ქალს თავი ზევსი ჰგონია
„ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედებებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.
მისი თქმით, ზურაბიშვილს თავი ზევსი ჰგონია.
„სალომე ზურაბიშვილმა რაც პატრიარქთან დაკავშირებით იკადრა, რა თქმა უნდა, მისგან ვერაფერს გამოვრიცხავთ, რადგან ამ ქალს თავი ზევსი ჰგონია, ძალებს განაგებს და სახელმწიფოსა და ეკლესიას ცალ-ცალკე ალაგებს, სად პროევროპული უნდა იყოს და სად პროდასავლური.
ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ მთავარია ის, რომ არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქართველ ხალხს აქვს ვერდიქტი გამოტანილი, რომ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, რომლის გამოც მან სასჯელი უნდა მოიხადოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.