ნიკი ჰეილიმ პრაიმერიზში დონალდ ტრამპს პირველად მოუგო
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის პრაიმერიზში დონალდ ტრამპის ერთადერთმა კონკურენტმა ყოფილ პრეზიდენტს – ვაშინგტონსა და კოლუმბიის ოლქში მოუგო.
მას მხარი რესპუბლიკელთა თითქმის 63%-მა დაუჭირა, ტრამპს კი მხოლოდ 33%-მა.
ამ გამარჯვების შედეგად, ჰეილი კოლუმბიის ოლქის 19-ვე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებს მიიღებს და, ჯამურად, 43 ხმა ექნება, ტრამპს კი 247 აქვს.
ტრამპის შტაბში განაცხადეს, რომ არ გაჰკვირვებიათ ჰეილის “ჭაობში” გამარჯვება (ტრამპი და მისი მიმდევრები ვაშინგტონს “ჭაობს” უწოდებენ).
„ნიკი მკაცრად არის უარყოფილი მთელ ამერიკაში, მაგრამ ლობისტები და კოლუმბიის ოლქის ინსაიდერები, რომლებსაც სურთ შეინარჩუნონ წარუმატებელი სტატუს კვო, ცოტა ხნის წინ ის ჭაობის დედოფლად გამოაცხადეს”, – ნათქვამია ტრამპის შტაბის განცხადებაში.
ნიკი ჰეილის პრესმდივანმა, ოლივია პერეს-კუბასმა თქვა, რომ ”გასაკვირი არ არის, რომ რესპუბლიკელები, რომლებიც ყველაზე ახლოს ხედავენ ვაშინგტონში არსებულ პრობლემებს, უარყოფენ დონალდ ტრამპს და იმ ქაოსს, რომელიც მას მოაქვს”.