მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია

ჩვენი სურვილია დასავლურ ინსტიტუტებში, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა “ქრონიკას” განუცხადა.

“ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ იმ ქვეყნებთან, რომელთა ურთიერთობები უზრუნველყოფენ ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევას.

„როდის შეიძლება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გამართლებული იყოს. მე გამოვყოფდი სამ კომპონენტს: პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური კავშირები და მესამე – ადამიანებს შორის ურთიერთობა. ამ სამი კომპონენტის გარეშე რთულია ვისაუბროთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ჩვენ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცხადებული გვაქვს. აშშ 30 წელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ამ სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები ჩვენს ქვეყანაში არსებობს. მოლოდინიც მეტია, რომ უფრო მეტად ვხედავდეთ ამერიკის ეკონომიკური ინტერესებს, ხალხთაშორის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს“, – განაცხადა  ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები