მამუკა მდინარაძე საკადრო ცვლილებაზე: როდესაც არის განსხვავებები, მათ შორის ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, რომ ასეთ შემთხვევაშიც გააგრძელოს მუშაობა რომელიმე მინისტრთან

როდესაც არის განსხვავებები, მათ შორის ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, რომ ასეთ შემთხვევაშიც გააგრძელოს მუშაობა რომელიმე მინისტრთან?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე გააკეთა, თუმცა ბოლო პერიოდში მასთან კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო.

„როდესაც არის სხვაობები, მათ შორის ხედვებში, მიდგომებში, რატომ არის პრემიერ-მინისტრი ვალდებული, რომ ასეთ შემთხვევაშიც გააგრძელოს მუშაობა რომელიმე მინისტრთან. ეს პირველ რიგში, გამოიკვეთა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით.

ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე გააკეთა, მაგრამ ბოლო პერიოდში კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული ხარვეზები იყო და მართლაც იყო განსხვავებები, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით და ამის შესაბამისად, მიღებული იყო ეს ერთობლივი გადაწყვეტილება – პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის კომუნიკაციის შედეგად. მან გადაწყვიტა დაეტოვებინა თანამდებობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები