უნგრეთმა უკრაინის შეიარაღებისთვის 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე უარი განაცხადა

Ukrainian soldiers on a tank ride along the road towards their positions near Bakhmut, Donetsk region, Ukraine, Saturday, June 17, 2023. (AP Photo/Libkos)

უნგრეთმა უკრაინისათვის იარაღის შესაძენად 18 მილიონი დოლარის გამოყოფაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვიყენოთ ეს 18 მილიონი დოლარი ჩადში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ჩადში ოფიცრების მოსამზადებლად ახალი სასწავლო დაწესებულების შესაქმნელად და ჩადის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა სიიარტომ.

მანვე დასძინა, რომ უნგრეთის ხელისუფლება უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები