მაკა ბოჭორიშვილი: ხშირად გვიწევს იმის ახსნა, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების პოზიციები არ ნიშნავს ევროკავშირის პოზიციებს

ხშირად გვიწევს იმის ახსნა, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების პოზიციები არ ნიშნავს ევროკავშირის პოზიციებს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძირითადად ევროკავშირის საბჭოს მიერ მიიღება.

„ხშირად გვიწევს იმის ახსნა, რომ კონკრეტული ევროპარლამენტარების პოზიციები არ ნიშნავს ევროკავშირის პოზიციებს. ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძირითადად ევროკავშირის საბჭოს მიერ მიიღება, სადაც ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებებს. ხშირად არის, რომ ის პოზიციები, რომლებიც მოცემულია თუნდაც რეზოლუციებში, საერთოდ არ არის ხოლმე იდენტური პოლიტიკური გადაწყვეტილებების, თუ პოზიციების, რომელიც ფიქსირდება ევროკომისიის, ან ევროკავშირის საბჭოს მიერ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები