მამუკა მდინარაძე: ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მომავალი თაობა პრინციპულად დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ლგბტ პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას
არათუ 1 წლის წინ, 1 კვირის წინაც კი არ გვქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ვურჩევ ჩვენს ოპონენტებსა და მათ ტელევიზიებს, ამაზე ნუ ააგებენ პროპაგანდას, რომელიც თავის მხრივ, მხარს დაუჭერს ლგბტ პროპაგანდას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, ეს არ არის მომგებიანი პოზიცია, რადგან სიმართლე აქ ჩვენს მხარესაა. უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მივიღეთ, რადგან გამოწვევები არის უფრო მძაფრი, ვიდრე შარშან და ყოველწლიურად ეს გამოწვევები იზრდება, მაგალითად, არც შარშან და არც წინა პერიოდში არ ჰქონდა შეღწეული ოფიციალურ სტრუქტურებში ისეთ დათქმებს, როგორიცაა სიტყვების – დედისა და მამის გამოყენების აკრძალვა. არ ჰქონდა შეღწეული ჩვენი მეგობარი ქვეყნების ოფიციალურ სტრუქტურებში შეღწეული ისეთი დათქმების აკრძალვის მოთხოვნას, როგორიცაა – ქალიშვილი და ვაჟიშვილი. როდესაც ასეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ლგბტ პროპაგანდა კიდევ და კიდევ უფრო მასიური ხდება, ჩვენ სწორედ ამიტომ, სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ კანონპროექტზე, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ამ ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას და მეორეს მხრივ, არათუ შელახავს ადამიანის უფლებებს, არამედ გააძლიერებს მათი უფლებების დაცვას. ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მომავალი თაობა პრინციპულად დავიცვათ მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა უფლებების დაცვას“, – აღნიშნა მდინარაძემ.