არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა ეხება აგრესიულ პროპაგანდას – კანონპროექტი კონსტიტუციის სრული დაცვით უნდა მომზადდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა თავისუფლებაში, ადამიანის ცნობიერებაში უხეშ ჩარევას და აგრესიულ პროპაგანდას ეხება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონპროექტი კონსტიტუციის პრინციპების დაცვით უნდა მომზადდეს.

„უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას უკვე წარუდგინა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა. ეს ინიციატივა ეხება აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც თავისუფლების სახელით თავისუფლებაში, უნივერსალურ ღირებულებებში, რომლის დაცვა ჩვენი ამოცანაა, ადამიანის ცნობიერებაში უხეშ ჩარევას ეხება. კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპის სრული დაცვით უნდა მომზადდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ინიციატივას მოამზადებს, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები