ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი ვარ

ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ პროცესში დავინახე ხარვეზები და ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კითხვა როცა დამისვით სხვა მინისტრთან დაკავშირებით, გიპასუხეთ, რომ კონკრეტულ მინისტრზე გაგეცით პასუხი. ასევე, მაშინ გითხარით, რომ ზოგადად იმ მომენტისთვის არ ვგეგმავდი არცერთ ცვლილებას. ეს იყო პროცესი – ერთი ინფორმაცია, მეორე, მესამე. ასეთი გეგმა ნამდვილად არ მქონდა, როდესაც პასუხი გაგეცით. ნამდვილად არ შედიოდა ჩემს გეგმაში, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრის შეცვლა, მაგრამ არის პროცესი, ამ პროცესში დავინახე ხარვეზები და ამის თაობაზე მქონდა საუბარი ჯანდაცვის მინისტრთან“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, აპირებს თუ არა სხვა მინისტრების შეცვლას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ყველაფერი პროცესია, ამ ეტაპზე კი, ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილია.

„თავისთავად ეს კითხვა უკვე არასწორია, რადგან ყველაფერი არის პროცესი. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ყველა მინისტრის მუშაობით პირადად მე, კმაყოფილი ვარ როგორც გასული წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობით, ასევე ახლა როგორც წარიმართება საქმიანობა სამინისტროებში. აქედან გამომდინარე, ძალიან მყარად, მკაფიოდ მინდა გითხრათ, რომ დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით პირადად მე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები