ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობას, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მომავალ წელს მიესალმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

პრემიერმინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები