რატი იონათამიშვილი: უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

მმართველი გუნდის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება.

„ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ვინც კადრულობს, რომ უცხოური დაფინანსებით აქ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აწარმოოს და თან გამიზნულად ურევს ერთმანეთში პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, ამით საკუთარ დაბალ სტანდარტს, უპასუხისმგებლობას და დემოკრატიული პროცესების მტრობას ადასტურებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები