ირაკლი ქადაგიშვილი: ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის

“ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომპეტენტური საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველო ლიდერი სახელმწიფოა.

„ვხედავთ, ყველა კომპეტენტური საერთაშორისო კვლევების საფუძველზე, საქართველო ლიდერი სახელმწიფოა. მათ შორის, ეკონომიკის თავისუფლების კუთხით. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა, ბიზნესი თავისუფალია და ის არანაირ პოლიტიკურ წნეხს არ განიცდის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა სრულად უზრუნველყოფს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას. ჩვენ ამას ვხედავთ აგრეთვე მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო შეფასებები ყველა კომპეტენტური ორგანოს მიერ უმაღლესი ხარისხის არის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მთავრობის კეთილსინდისიერების მაჩვენებელი, „ჰერითიჯის“ 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, 38-ე ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები