ნატოს ჩრდილოეთ რეგიონის თავდაცვის და დაცვის მიზნით სწავლება Nordic Response 2024 ჩატარდება

ნატო 3-14 მარტის ჩათვლით სამხედრო სწავლებას, Nordic Response 2024-ს გამართავს, რომელშიც 13 წევრი ქვეყნის და პარტნიორის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას.

სამხედრო სწავლება, რომელიც Stadfast Defender წვრთნების სერიის ნაწილს წარმოადგენს – ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში გაიმართება.

ამის შესახებ Eurointegration წერს.

სწავლებაში სულ 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნები ფოკუსირებული იქნება ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის ჩრდილოეთზე, ასევე, ამ ქვეყნების საჰაერო და საზღვაო სივრცეებზე.

განსაკუთრებით მაღალი აქტივობა იქნება ზღვაზე, სადაც 50-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, ფრეგატი, კორვეტი, ავიამზიდი და სხვადასხვა ამფიბიური ხომალდი იქნება ჩართული.

Nordic Response 2024-ის ფარგლებში ჰაერში ჩართული იქნებ ალიანსის 100-ზე მეტი გამანადგურებელი, სატრანსპორტო თვითმფრინავი, საზღვაო სათვალთვალო თვითმფრინავი, ასევე, ვერტმფრენები და სპეციალური მისიის თვითმფრინავები.

ხმელეთზე ათასობით ჯარისკაცი სკანდინავიურ ქვეყნებს სხვადასხვა საარტილერიო სისტემებით, ტანკებით და სხვა სახმელეთო მანქანებით დაიცავს.

ერთობლივი წვრთნები ჩრდილოეთ რეგიონის თავდაცვასა და დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები