“ისტორიული გამარჯვება” – არჩევნებში მონაწილეობა ტრამპს კიდევ ერთმა შტატმა აუკრძალა

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში მონაწილეობა კიდევ ერთმა შტატმა – ილინოისმა აუკრძალა.

შესაბამისი გადაწყვეტილება შტატის მოსამართლემ 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის საქმის გამო მიიღო.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამავე დროს, მოსამართლე კუკ ტრეისი პორტერმა საკუთარი გადაწყვეტილების ძალაში მოყვანა ტრამპის მხრიდან მოსალოდნელი აპელაციის გამო გადადო.

მოსამართლემ ​ილინოისის ამომრჩევლებს დაუჭირა მხარი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა მონაწილეობდეს 19 მარტის პრაიმერიზსა და 5 ნოემბრის საერთო არჩევნებში.

ილინოისის და სხვა შტატების საქმის საბოლოო შედეგს, სავარაუდოდ, აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “მოქალაქეებისთვის სიტყვის თავისუფლება” მოსამართლის გადაწყვეტილებას “ისტორიული გამარჯვება” უწოდა.

ტრამპის კამპანიის სპიკერმა თქვა, რომ ეს არის „ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელსაც სწრაფად გავასაჩივრებთ“.

მანამდე, საარჩევნო ბიულეტენებიდან ტრამპის გვარი კოლორადოს და მენის შტატებმა ამოიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები