ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი დაშავდა.
შტატის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე იმ დროს მოხდა, როდესაც სოფლის მცხოვრებთა ჯგუფი რელიგიური ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.
შტატის მთავარმა მინისტრმა, მოჰან იადავმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 400 ათასი რუპიას (დაახლოებით, 4,8 ათასი დოლარი) გადაუხდიან.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.