გია ცაგარეიშვილი: კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, ამას წერტილი უნდა დაესვას
კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა იმდენად საგანგაშო ფორმები შეიძინა, რომ წერტილი უნდა დაესვას.
„კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა. ამან იმდენად საგანგაშო ფორმები შეიძინა, იმდენად ყოველდღიურად ხდება, რომ ამას ადრე თუ გვიან, წერტილი უნდა დაესვას“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.