შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის

“ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში.

პაპუაშვილის თქმით, მას სალომე ზურაბიშვილის კერძო მოგზაურობები არ აინტერესებს.

„სხვა დროსაც ვთქვი და ვიმეორებ, რომ მისი კერძო მოგზაურობები ჩემი ინტერესის სფერო არ არის. მნიშვნელოვანია, გაირკვა, რომ პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან მას ლეგიტიმაცია აღარ აქვს. შესაბამისად, ის ვერ დააზიანებს ჩვენს ინტერესებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ის საქართველოს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გუშინ გაემგზავრა. ის დღეს Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები