ნიკოლოზ სამხარაძე: გვსურს, რომ ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს

„ძალიან საინტერესო მოსმენა გაიმართა. აშშ-ის ელჩისგან მივიღეთ საკმაოდ გულწრფელი პასუხები ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც გვაინტერესებდა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილია ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობების ქონა.

“მათ შორის, რა თქმა უნდა, დასმული იყო ვიზების და პირდაპირი ფრენების, თავისუფალი ვაჭრობის საკითხები. მოტივირებულები ვართ და გვსურს, რომ ამერიკასთან უფრო ღრმა სამოკავშირეო, პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ჩვენი, ასევე აშშ-ის მხრიდან“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები