იტალიის ელჩი: ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მთავრობის წევრებთან როცა ვსაუბრობ, ვხედავ, რომ შედეგების მისაღებად მტკიცე ნება არსებობს

საქართველოში იტალიის ელჩის, მასიმილიანო დ’ანტუონოსის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო ევროკავშირისა და წევრი ქვეყნებისთვის.

როგორც იტალიის ელჩმა აღნიშნა, ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს შეასრულებს.

„საქართველომ მოიპოვა უმნიშვნელოვანესი ეტაპი, გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ახლა შესასრულებელია ცხრა ნაბიჯი, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. როგორც იცით, გასულ კვირას საქართველოს პრემიერმინისტრი იმყოფებოდა ბრიუსელში დელეგაციასთან ერთად. ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო ევროკავშირისა და წევრი ქვეყნებისთვის იმ მნიშვნელოვანი ინიციატივების განმარტების თვალსაზრისით, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან კიდევ უფრო დაახლოებას ეხება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება. მთავრობის წევრებთან როცა ვსაუბრობ, ვხედავ, რომ მტკიცე ნება არსებობს ამ შედეგების მისაღებად“, – განაცხადა იტალიის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები