ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად არის დარჩენილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად არის დარჩენილი.

„არჩევნების წინ მათ სურვილი აქვთ, რომ რაღაც ფორმა და კონფიგურაცია მიიღონ, რომ არჩევნებზე რაღაც წარმატების, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მაინც ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, რაც  უნდა გადაჯგუფება მოახდინონ, ეს ოპოზიცია მაინც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედად დარჩენილი, ერთად იქნებიან, სხვადასხვა კონფიგურაციას მიიღებენ, თუ არა. ვფიქრობ, არანაირი ფორმატი, რა ფორმატშიც არ უნდა დალაგდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთთან, ეს მნიშვნელოვნად და რეალურად ქართული პოლიტიკისთვის სიახლეს არ წარმოადგენს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები