დღეს პარლამენტში აშშ-ის ელჩს მოუსმენენ
დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.
ამავე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების ანგარიშებს გააცნობს.