IDF-ში აცხადებენ, რომ “ჰამასის” ლიდერის დასაკავებლად აქტიურად მუშაობენ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა – დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელელი სამხედროები “ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის დასაკავებლად ყველა ღონეს ხმარობენ.

ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

ჰაგარის თქმით, „საკითხი ის კი არ არის, თუ სად იმალება “ჰამასის” ლიდერი – იაჰია სინვარი; მთავარია, რომ მას მივაგნებთ ცოცხალს ან მკვდარს. მას დააკავებენ, რამდენი ძალისხმევაც  უნდა დასჭირდეს“.

ჰაგარიმ განმარტა, რომ ისრაელის ომის კაბინეტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას დრო სჭირდება.

გენერლის თქმით, ომი რაფაში დასრულდება, სადაც “ჰამასს” მძევლები ჰყავს.

ბრიგადის გენერალმა, ასევე, დაადასტურა, რომ რაფაში სამხედრო ოპერაციის დრო ეგვიპტესთან შეთანხმებული უნდა იყოს.

The Washington Post-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ იაჰია სინვარი ხან-იუნისში გვირაბში იმალება.

როგორც გამოცემას ისრაელის, ამერიკული და დასავლური დაზვერვის წყაროებმა განუცხადეს, სინვარის ადგილსამყოფელის დადგება მარტივია, რთულია მისი ლიკვიდაცია იმგვარად მოხდეს, რომ მძევლების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები