დავით მათიკაშვილი: ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია ოპოზიციის მხრიდან, როდესაც “ვეტინგს” ესენი ვენეციის კომისიას მიაწერენ
ეს არის კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ტყუილი ოპოზიციის მხრიდან, როდესაც “ვეტინგს” ესენი ვენეციის კომისიას მიაწერენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოს ხელში ჩაგდებას ცდილობს.
“სინამდვილეში, ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კვლავ მცდელობა, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდოს ხელში. ეს არის უკანასკნელი რადიკალური ზომა, აბსოლუტურად არ არის ასეთი ზომის გატარება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად იწევს სუვერენიტეტს და ქვეყნის სასამართლო სისტემის ავტორიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან არის ძალიან მაღალი თამასით შეფასებული”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.