ალექსანდრე რაქვიაშვილი – ჩინეთთან უვიზო მიმოსვლაზე: ეს კარგი გადაწყვეტილებაა

რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის, – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, ჩინეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები