ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი – ECO.Georgia ხორციელდება.

დაწყებულია მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ტრანსპორტირების მომსახურებითაც ისარგებლოს. ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების ერთიანი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე სამუშაოები დამატებით 16 ობიექტზე განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები