რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს – განადგურებულია რკინიგზის სადგური, ტაძარი და სახლები
გასულ ღამეს რუსეთის ჯარმა უკრაინაში, კონსტანტინოვკაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. შედეგად განადგურებულია მრავალი შენობა, მათ შორის რკინიგზის სადგური და ეკლესია.
მასიური დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
განადგურდა რკინიგზის სადგურის შენობა, ტაძარი, 2 კერძო და 12 მრავალსართულიანი კორპუსი, 21 მაღაზია, 19 სავაჭრო პავილიონი, 3 სასწავლო დაწესებულება, 2 ადმინისტრაციული შენობა, ფოსტა და კიოსკი.