„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ძლიერ და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას“ – მიშელი, მეცოლა და ფონ დერ ლაიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნულია, რუსეთსა და მის ხელმძღვანელობას ეკისრებათ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობა ომზე და მის გლობალურ შედეგებზე, ასევე ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე.

„ორწლიანი ძალადობა, სისასტიკე, ტერორი და ნგრევა. არასოდეს დაგვავიწყდება თავდასხმის საწყისი სისასტიკე, ბოროდიანკაში, ბუჩაში, მარიუპოლში.

მიუხედავად ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიყენებული სისასტიკისა და ტანჯვის მიუხედავად, უკრაინა მტკიცედ დგას. გმირი უკრაინელი ხალხი ავლენს სიმტკიცეს და მონდომებას სამშობლოს დასაცავად და თავისი თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლაში.

ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 10 წლის წინ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესიის დასაწყისია.

ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ძლიერ და ურყევ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, დაიცვას თავისი ხალხი, მისი ქალაქები და მისი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და დააბრუნოს ათასობით დეპორტირებული ბავშვი და დაასრულოს ომი“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები