„პარლამენტის მიერ მიღებული 600 კანონიდან ვერც ერთ კანონს ვერ დაასახელებენ, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე მორგებული არ იყო“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

“ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის მიერ მიღებული 600 კანონიდან ვერც ერთ კანონს ვერ დაასახელებენ, რომელიც ქვეყნისა და ხალხის საჭიროებაზე მორგებული არ იყო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში პარლამენტის ჩართულობა გაცილებით დიდი იყო, რადგან რეკომენდაციების შინაარსიდან გამომდინარეობდა ეს ყველაფერი და ამასთან დაკავშირებით ისაუბრა დეტალურად შალვა პაპუაშვილმა. მისი გამოსვლა იყო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის გამოსვლა, ამას გადაჭარბების გარეშე ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რომ იგი 40 წუთის განმავლობაში ის შეძლებისდაგვარად ყველა საკითხს შეეხო. მან სწორად მიმოიხილა პარლამენტის მუშაობა, სტატისტიკისა და შინაარსობრივ დონეზე და ასევე, პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა.

რაც შეეხება სტატისტიკას რომ ვეძახით ჩვენ და დემაგოგიის საშუალება ეძლევათ ოპონენტებს – მერე რა რომ მიიღეთ 600-ზე მეტი კანონი, ხალხის საჭიროება? რომელი იყო ხალხის საჭიროება? – ეს კითხვა რომ არ დაისვას, მოდით, მათ ვკითხოთ და აქედან დავუტოვებ მათ არარიტორიკულ შეკითხვას – ამ 600-ზე მეტი კანონიდან რომელი არ იყო ხალხისა და ქვეყნის საჭიროებაზე მორგებული? ერთი კანონი დაასახელონ, რომელი არ იყო ხალხისა და ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე მიღებული?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები