აისრულე ოცნება MBC-ის ავტო სესხის საშუალებით
დღევანდელ სამყაროში, მაშინ როცა ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპია, მანქანის ყოლა აუცილებლობად იქცა. სამსახურში სიარული იქნება ეს, ყოფითი საქმეების მოგვარება თუ მოგზაურობა საიმედო ავტომობილი მნიშვნელოვნად გაზრდის შენი ცხოვრების ხარისხს.
MBC-ის ავტო სესხი სანდო და მოქნილი დაფინანსების მეთოდია, რაც საშუალებას გაძლევს, მოკლე დროში იყიდო შენთვის სასურველი მანქანა.
1. MBC-ის ავტო სესხები
MBC-ის ავტო სესხი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებზე, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს მარტივად იყიდონ ოცნების მანქანა.
მნიშვნელოვანია, რომ ემბისის შეუძლია მანქანის საყიდლად მაქსიმუმ 50 000 ლარით დაგაფინანსოს. სესხის მისაღებად გჭირდება მინიმალური დოკუმენტაცია, ხოლო განაცხადის განხილვა ხდება ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში.
2. MBC-ის ავტო სესხის უპირატესობები:
MBC ავტო სესხს არაერთი უპირატესობა აქვს:
· MBC-ში ავტო სესხებზე მოქნილი პირობებია, როგორც სესხის აღებისას, ისე დაფარვის პროცესში. კომპანია საშუალებას გაძლევს სესხის დაფარვის გრაფიკი მოარგო შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და აირჩიო სასურველი თვეების რაოდენობა.
· გაითვალისწინე, რაც უფრო მეტ თვიან გრაფიკს აირჩევ სესხის დასაფარად, მით ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევს ყოველთვიურად, თუმცა ამით იზრდება გადასახდელი თანხის მთლიანი მოცულობა. ნაკლებ თვეზე განაწილებული სესხით საბოლოო ჯამში უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევს.
· ემბისიში სესხის დამტკიცება სწრაფად და ეფექტურად ხდება. კომპანიის ინტერესშია, რომ ოცნება რაც შეიძლება მალე აისრულო.
· ემბისი ავტო სესხს გასცემს როგორც ახალი, ისე მეორადი ავტომობილის შემთხვევაში. აქაც სრული თავისუფლება გაქვს, რომ იყიდო მანქანა, რომელიც შეესაბამება შენს ფინანსურ მდგომარეობას და საჭიროებებს.
· MBC-ის პროფესიონალ ექსპერტთა ჯგუფი მზად არის დახმარება გაგიწიოს და სესხის შესახებ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხოს.
როგორ უნდა აიღო MBC-ის ავტო სესხი
ავტო სესხზე განაცხადი შეგიძლია შეავსო როგორც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ისე კომპანიის უახლოეს ფილიალში. მარტივია განაცხადის ფორმაც.
მეტი სიცხადისთვის, კომპანიის ვებგვერდზე ჩაშენებულია კალკულატორი, რომელიც თანხის დამტკიცების შემთხვევაში, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მიახლოებით მოცულობას ითვლის. შეგიძლია ნახო რა გექნება გადასახდელი თანხის 12, 24 ან თუნდაც 72 თვეზე განაწილების შემთხვევაში.
MBC შენი საიმედო პარტნიორი გახდება.