დიმიტრი ხუნდაძე: გლობალური ომის პარტიაში უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ

გლობალური ომის პარტიისა და ლობისტების თვალთახედვის არეალშია, რომელი გამოიკვეთება უკეთეს ლიდერად – მიხეილ სააკაშვილი თუ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირებულია, მისი წარსული ძალიან მძიმეა და მისმა დანაშაულებმა ის ძალიან მყარად გაჭედა საპყრობილეში – სრულიად კანონიერად. მისი გათავისუფლება ძალიან რთული იქნება, თუმცა ამის სქემაც არსებობს – თუკი დაუკვეთენ, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, დღესდღეობით უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ. ახლა „ლელოს“ მეტად ახლოს წევენ სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ მიდის ასევე დაკვირვება, რომ გვარამია და მელია ერთმანეთს შეუერთდნენ, თუ შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები