უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს
უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში გამართულ შეხვედრაზე კიევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
როგორც ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისი ღონისძიება ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს შედგა, რომელიც ცოტა ხნის წინ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიდგეთ უკრაინის გვერდით, რათა რუსეთმა ომი წააგოს… ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგან ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას“, – აღნიშნა მაკრონმა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო დახმარებას გაუწევს, რათა ქვეყანამ რუსული აგრესიისგან თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში, პარიზი წამყვან როლს შეასრულებს საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის კოალიციებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს საჰაერო ძალების და საზღვაო უსაფრთხოების კოალიციებში.