გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ საქმის გამოძიებას ითხოვს.

მათი თქმით, გაერომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა გასულ ზაფხულს მისი გათავისუფლება საჯაროდ მოითხოვა და თქვა, რომ მისი ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით“, – ნათქვამია  გაეროს განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის მთავარი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის პოლიტიკოსმა ბოლო სამი წელი პატიმრობაში გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები