“კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოვააშკარავებთ” – რას ამბობდა ნავალნი 2022 წლის 18 მარტს მოსკოვის სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე

“ბრალდებულო ნავალნი, თქვენ გაქვთ ბოლო სიტყვის უფლება” – “ყოველ ჯერზე ამ ფრაზის მოსმენაზე ფულს რომ მიხდიდნენ, რუბლის დაცემული კურსის მიუხედავად, დიდი ხნის წინ მდიდარი ვიქნებოდი”, – ასე მიმართა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ მოსკოვის სასამართლოს 2022 წლის 18 მარტს განაჩენის გამოტანამდე ორი დღით ადრე.

“ჩემთვის უკვე ცოტა არ იყოს სასაცილოა ამდენი “ბოლო სიტყვა”. ხალხი ალბათ უკვე დაღლილია და ფიქრობს, რომ თუ ბოლო სიტყვაა, რატომ საუბრობს ამდენსო, საუბრობს, საუბრობს, საუბრობს.

მართალი გითხრათ, ამჯერადაც, როცა პროცესი დაიწყო, ვიფიქრე, რომ ბოლო სიტყვაზე ხომ არ მეთქვა უარი. რამდენჯერ უნდა ვთქვა ეს “ბოლო სიტყვა”?

თუმცა, მინდა, ვისარგებლო ბოლო სიტყვის შესაძლებლობით. ოფიციალური განცხადებაც კი გავაკეთო მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ანტიკორუფციული ფონდი გაჩერდება, შეწყდება, შენელდება ან მას კიდევ რამე დაემართება იმის გამო, რომ დიდი ხანია ვარ იზოლირებული. იქნებ ვინმე იმედოვნებს, რომ საშინელება დამემართება განაჩენის შემდეგ.

არა! არა მხოლოდ არ გაჩერდება, ანტიკორუფციული ფონდი გახდება გლობალური. ჩვენ დავაარსებთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ანტიკორუფციულ ფონდს. ის უფრო დიდი გახდება, გაძლიერდება. უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებთ, უფრო მეტ გამოძიებას გავაკეთებთ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს გამოვააშკარავებთ, ვინც ჩვენს ქვეყანას ურთულებს ცხოვრებას. ამიტომ, ანტიკორუფციული ფონდი მხოლოდ გაიზრდება და საერთაშორისო გახდება”,- თქვა ნავალნიმ.

​ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში რუსეთის ციხეში დღეს გარდაიცვალა.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები