“არჩევნების წინ მისი მოკვლა მოწინააღმდეგე ძალების ინტერესშია” – სიმონიანი

Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ალექსეი ნავალნის გარდაცვალება მომგებიანია “მოწინააღმდეგე ძალებისთვის” და დასავლურმა მედიამ ეს კარგად იცის.

“ველოდებოდი, ვინ გამოაცხადებდა პირველი “პოლიტიკურ მკვლელობას”. როგორც ჩანს, Guardian-ი იყო პირველი. მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიას ეკუთვნის – მათმა პრეზიდენტმა “სასტიკი მკვლელობაც” კი გამოაცხადა. არ დავუწყებ მათ იმის ახსნას, რომ ის არავის არც ახსოვდა, რომ მის მოკვლას არანაირი აზრი არ აქვს არჩევნების წინ, რომ ეს სწორედაც რომ მოწინააღმდეგე ძალების ინტერესშია. რა უნდა აუხსნა, ისედაც კარგად იციან”, – წერს სიმონიანი.

კრემლის პროპაგანდისტმა იენს სტოლტენბერგის სიტყვებსაც უპასუხა, რომ “რუსეთმა ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხის”.

“რუსეთი არავის ვალში არ არის – დავიწყოთ ამით. ჯობს, ის არკვიოთ, თუ რას ვაკეთებთ კოსმოსში და ამით დავასრულოთ”, – წერს მარგარიტა სიმონიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები