“ცხადია, რომ ის პუტინმა მოკლა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშკარაა, რომ რუსი ოპოზიციონერი კრემლის ლიდერის მიერ არის მოკლული.

„ახლა ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში გარდაიცვალა. ცხადია, ის მოკლა პუტინმა, ისევე – როგორც ათასობით სხვა არის მოკლული, ამ ერთი არსების გამო. პუტინს არ აინტერესებს, ვინ მოკვდება, მთავარია, საკუთარი პოზიციები შეინარჩუნოს. პუტინმა ყველაფერი უნდა დაკარგოს, ყველაფერი დაკარგოს და პასუხი აგოს ჩადენილისთვის”,- თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები