“ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრია“ – შარლ მიშელი

ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის რეჟიმს ეკისრება.

„ალექსეი ნავალნი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის იბრძოდა. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო. ევროკავშირი ამ ტრაგიკულ სიკვდილზე პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთის რეჟიმს აკისრებს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ პირობებში. მებრძოლები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“, – წერს მიშელი X-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები