“წარმოუდგენელია, როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას, როცა ორ უწყებას შორის ნდობა დაკარგულია“ (ვიდეო)

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პირველ მოადგილისთვის დავით ზალკალიანისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის იმ ფონზე, როცა უწყებებს შორის ნდობა დაიკარგა. ამის შესახებ ზალკალიანმა “რუსთავი 2 “-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. ამით მინისტრის მოადგილე “რუსთავი 2” -ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის გამოქვეყნებულ მიმოწერას გამოეხმაურა, საიდანაც ირკვევა, რომ საგარეო უწყებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან მიღებული მიწვევის შესახებ დაგვიანებით მიაწოდა ინფორმაცია.
ზალკალიანის თქმით, “რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული კომუნიკაციიდან გამოტოვებულია ის პასაჟები, სადაც მკაფიოდ არის განმარტებული, თუ რა ზიანს მოუტანს ქვეყანას გაეროს კლიმატის ცვლილებებზე 2 დელეგაციის გამგზავრება.
“როდესაც ორ უწყებას – პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება, ელემენტარული კოლეგიალობის ფორმები უნდა იყოს დაცული, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2“-ს აძლევს მიმოწერას, ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამასთან დაკავშირებით, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გავაგრძელოთ ურთიერთობა, როცა ნდობა დაიკარგა“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=prs5a6-M9vg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები